ჩეხეთის ქრონიკები / Chronicles of Czechia
კონსტანტინე გაჩეჩილაძე / Konstantine Gachechiladze თსა-ს სტუდენტი / TMA Student ჩეხეთის ქრონიკები მე კონსტანტინე ვარ და მინდა მოგიყვეთ ჩეხეთის ერთ ულამაზეს ქალაქ ბრნოში გატარებულ საოცარ ხუთ თვეზე, სადაც მაზარიკის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით აღმოვჩნდი. ჩემთვის აწ უკვე საყვარელი ბრნო ჩამოსვლის პირველ დღეს ძალიან ქაოსური და ოდნავ საშიში ჩანდა, მაგრამ ამ პატარა და ამავე დროს ულამაზესი ქალაქის ქუჩებმა ძალიან მალევე დამამახსოვრა თავი. ბრნო ერთი შეხედვით პატარა ქალაქია. თუმცა, აქ ისტორია და თანამედროვე სამყარო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და უზომოდ გაყვარებს თავს. ქალაქი სრულად სტუდენტებზე და სტუდენტურ ცხოვრებაზეა მორგებული. დაწყებული მრავალი ადგილით, სადაც სტუდენტები დარჩენილ ენერგიას სასიამოვნოდ ხარჯავენ, დამთავრებული ღამის ტრანსპორტით, რომელიც უკვე ენერგია გამოცლილ სტუდენტებს მშვიდობით ჩამოარიგებს სახლებში. თუმცაღა, საკმარისი მონდომებით ბრნოს ფეხითაც დაუღალავად შემოივლი. ბრნოში ბევრი რამ მოგაწონებთ თავს. მაგალითად, აქ საკმაოდ დიდი street food კულტურაა, რაც სტუდენტებს ასე ძალიან