ყველაზე ფერადი სტაჟირების დღეები / The most colorful internship days
თაკო დანდურიშვილი / Tako Dandurishvili
თსა-ს სტუდენტი, V სემესტრი / TMA Student, V semester
ყველაზე ფერადი სტაჟირების დღეები
არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც გავიგე
რომ სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტებს შორის მოვხვდი. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო,
რომ მეორე კურსის დასასრულს უკვე შევძლებდი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებას.
მე ვარ თამარ დანდურიშვილი, თსა-ს მესამე კურსის
სტუდენტი და გასული ერთი თვე ლიეტუვაში, კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოგადი
და რობოტული ქირურგიის განყოფილებაში გავატარე.
მე, ქირურგის ასისტენტი
ეს იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. პრაქტიკაში ვნახე ის, რაც წინა სემესტრების განმავლობაში თეორიულად ვისწავლე. დავესწარი არაერთ ოპერაციას და მქონდა ბედნიერება ოპერაციაზე ქირურგის ასისტენტიც ვყოფილიყავი. ეს მართლაც უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა იყო ჩემთვის. ამასთან, ჩემთვის კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო ეს შემოთავაზება, ვინაიდან, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააღრმავა
ჩემი ცოდნა და მომცა სწავლის მოტივაცია. გავიცანი
ექიმები, რომლებიც ამომწურავად მპასუხობდნენ ყველა შეკითხვაზე და ცდილობდნენ მაქსიმალურად
აეხსნათ ყველა ის პროცედურა, რომელსაც ატარებდნენ. ოპერაციები იმდენად საინტერესო იყო
რომ იქ ყოფნის პერიოდში 4-5 საათი ოპერაციაზე არც იგრძნობოდა. განყოფილებაში იყო საოცრად მეგობრული გარემო, ქირურგებს
ჩემთან და არამარტო ჩემთან, ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც კოლეგას, რაც კიდევ
უფრო სასიამოვნოს ხდიდა კლინიკაში გატარებულ დროს. ძალიან მომწონდა პერსონალის დამოკიდებულება
საქართველოს მიმართ. როდესაც იგებდნენ რომ ქართველი ვიყავი ძალიან უხაროდათ და უნდოდათ
მეტი გაეგოთ საქართველოზე.
ჩემი თავისუფალი დრო და თეთრი ღამეები
კლინიკაში გატარებული დროის გარდა, არანაკლებ
საინტერესო და მრავალფეროვანი იყო დღის მეორე ნახევარი და შაბათ-კვირა, როდესაც კლინიკიდან
წამოსული დროს ქალაქში სეირნობისას ვატარებდი. კლაიპედა პატარა და მყუდრო ქალაქია,
სადაც შეგიძლია სულ ფეხით იარო და თითოეულ ნაბიჯზე რაღაც ახალი და საინტერესო აღმოაჩინო.
მასში თითოეული ობიექტი ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია. ეს არის ქალაქი,
სადაც უამრავ ადგილას მოულოდნელად კლასიკური მუსიკა ისმის, რაც კიდევ უფრო ეფექტურს
ხდის ქალაქის სანახაობებს. სეირნობის დროს ხშირად მახსენდებოდა წიგნებში აღწერილი და
ჩემი წარმოსახვით დანახული ზღაპრები. თვალშისაცემია ისიც, რომ იქ ყოფნის პერიოდში ე.წ
თეთრი ღამეები იყო, ქალაქში ღამეც კი არ იყო სიბნელე.
ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, რამაც კლაიპედაში ყოფნის პერიოდი კიდევ უფრო სახალისო და სასიამოვნო გახადა. გამორჩეულად მახსენდება მათთან ერთად ქუჩებში, მუზეუმებში, კაფეებში, ქალაქში და ყოველ საღამოს სანაპიროზე სეირნობა.
ჩამოსვლის მომენტიდან ვგრძნობ პიროვნულ ზრდას
და ცოდნის გაღრმავებას. ეს მრავალფეროვნებით სავსე ერთი თვე ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო
მოგონებად დარჩება და კლაიპედაში მიღებული გამოცილება ძალიან დიდ გავლენას იქონიებს
ჩემს კარიერაზე.
I will never forget the moment when I found out that I was among the students participating in the internship. I was very happy that at the end of the second year, I could participate in the exchange program.
I am Tamar Dandurishvili, a third-year
student of TMA. I spent the past month in Klaipeda, Lithuania, where I
completed a clinical internship at the Klaipeda University Clinic, In the
Department of General and Robotic Surgery.
I, the assistant of a Surgeon
It was a turning point in my life. I saw practically what I learned during the previous semesters, I attended many operations and I was lucky to be a surgical assistant in the operation, which was very exciting at first time because I was directly involved in saving the patient's life, it was a great experience and opportunity for me. It further deepened my knowledge and gave me studying motivation.
I met doctors who answered all my questions in detail and tried to explain as much as possible all the procedures they performed, the operations were so interesting that the 4-5 hours spent there did not seem to pass, there was a wonderfully friendly environment in the department, the surgeons treated me like a colleague, which made the time spent in the clinic even more pleasant. I liked the staff's attitude towards Georgia, when they found out that I was Georgian, they were pleased and wanted to learn more about Georgia.
My free time and white nights
Except for the time spent in the clinic,
the second half of the day and the weekends were no less interesting and
varied, when I spent the time after leaving the clinic in the city and its
surroundings. Klaipeda is a small and cozy city, where you can walk all the
time and discover something new and interesting at every step, each object in
it is different and unique. This is a city where classical music is heard in
many places, unexpectedly and appropriately for the place, which makes the city
even more effective. While walking, I often remembered the fairy tales
described in books and seen in my imagination. During the stay in Klaipeda,
there were "white nights’’, there was no darkness even at night in the
city.
Most importantly, I made many new friends, which made my time in Klaipeda even more fun, I remember walking with them on the streets, cities, cafes, museums, and the beach every evening.
From the moment of arrival, I noticed that I had grown personally and my knowledge become deep. This one month will always remain my best memory, and this experience will have a huge impact on my career.
Comments
Post a Comment