მედიცინა და ხელოვნება / Medicine and Art

მაკა ზარნაძე / Maka Zarnadze მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი / Associate Professor, Department of Microbiology რა აკავშირებს ერთმანეთთან მედიცინას და ხელოვნებას? ამ თემაზე არ მიფიქრია იმ დრომდე, ვიდრე ჩემი კოლეგისგან საინტერესო და ცოტა უჩვეულო შემოთავაზება არ მივიღე. თსა-ს ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით, ეკა კლდიაშვილმა, მე და ჩემს კოლეგებს შემოგვთავაზა მონაწილეობა მიგვეღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. კონკურსი მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ტარდებოდა. უჩვეულოდ გვეჩვენა ის თემა, რომელიც საკონკურსოდ უნდა წარგვედგინა - მედიცინა და ხელოვნება. ვინაიდან ჩვენს გუნდს უყვარს ინოვაციები და ექსპერიმენტები, არც ამ გამოწვევას შევუშინდით და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. პროექტის საკონკურსოდ მომზადება საკმაოდ რთული ჩანდა. მოსაძიებელი და დასამუშავებელი იყო საკმარისი ტექსტუალური და ვიზუალური მასალა. თუმცა, ეკა იმდენად თავდაჯერებული ჩანდა, რომ დავთანხმდით. შემოვიკრიბეთ მოტივირებული პედაგოგები და დავიწყეთ ინფორმაციის მოძიებ...