წერილები მოთხრობების ქვეყნიდან / Letters From the Land of Stories

 


რობა მირზიკაშვილი / Roba Mirzikashvili
თსა-ს სტუდენტი / TMA Student

წერილები მოთხრობების ქვეყნიდან

მე რობა მირზიკაშვილი ვარ, თბილისის სამედიცინო აკადემიის, სამკურნალო საქმის მე-5 კურსის სტუდენტი. ივნისში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ვიყავი ჩეხეთში, მაზარიკის უნივერსიტეტში და მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. 

ამ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი იყო გამეგო, რა თეორიული და კლინიკური ცოდნა აქვთ უცხოელ სტუდენტებს, როგორია მათთან სწავლების ხარისხი, ჯანდაცვის სისტემა, სხვადასხვა ოპერაციის დროს გამოყენებული მეთოდები და აღჭურვილობა. გარდა ამისა, ყოველთვის მინდოდა ჩეხეთის ნახვა მისი ისტორიის, კულტურისა და საოცარი რენესანსის სტილის არქიტექტურის გამო. 

მაზარიკის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ბრნოში, ჩეხეთში, სადაც  ხუთი თვე გავატარე. შენობა ძალიან ლამაზი, თანამედროვე და უზარმაზარია. მისი ფართობი 70.000 კვ.მ-ს მოიცავს და მის გარშემო მდებარე კლინიკებს უკავშირდება.  საოპერაციოები კარგად არის აღჭურვილი. განსაკუთრებით მომეწონა ტრეპანაციის ელექტრო ბურღი, რომელიც ავტომატურად ჩერდება როდესაც ეხება მაგარ გარსს. საქართველოში რამდენიმე კლინიკაში ნანახი მაქვს თუ როგორ წვალებით მუშაობენ ნეიროქირურგები ძველებური მექანიკური ბურღით. 

შეფასების სისტემაც ჩვენგან განსხვავებული იყო, ნიშანი მხოლოდ საბოლოო, ზეპირ გამოცდაში იწერებოდა, ეს კი, სიმართლე გითხრათ არ მომეწონა. 


პირველი საგანი, რომელიც გავიარე ქირურგია იყო. ლექციები ქალაქის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაში გვიტარდებოდა და პოსტოპერაციულ პაციენტებსაც ხშირად ვნახულობდით. თუმცა, საქართველოსთან შედარებით, იშვიათად გვიშვებდნენ საოპერაციოში.  ეს პროცესი, კი თავისთავად ძალიან საინტერესო იყო.

ქირურგიის შემდგომ ორი კვირის განმავლობაში ონკოლოგიას გავდიოდი ჩეხეთის ერთ-ერთ მთავარ ონკოლოგიის ცენტრში, სადაც ძალიან მძიმე პაციენტები მკურნალობდნენ. ბევრმა მათგანმა არ იცოდა ინგლისური, ამიტომ ჩვენთან ერთად ყოველთვის იყო ჩეხი სტუდენტი, რომელიც გვითარგმნიდა პაციენტის ჩივილებს. 

ინტენსიური თერაპია და რეაბილიტაცია ერთადერთი საგანი იყო, რომელიც უნივერსიტეტის შენობაში ჩაგვიტარდა. იქ არის კარგად აღჭურვილი სიმულაციის ცენტრი, სადაც  ინტენსიური თერაპიის პრაქტიკებს  გავდიოდით. ლექციის შემდეგ წყვილებად შევდიოდით პალატაში, სადაც ვასტაბილურებდით მულაჟს მონიტორებზე გამოტანილი სასიცოცხლო მაჩვენებლების მიხედვით. ლექციების დროს კი განვიხილავდით კლინიკურ შემთხვევებს. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. 6 თვის ფეხმძიმე ქალი თავის ტვინის მძიმე ტრავმის გამო სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ნაყოფის გადარჩენის მიზნით დედის სხეულს სამი თვის განმავლობაში გაუხანგრძლივეს სიცოცხლე, ისე რომ დედის თავის ტვინი მკვდარი იყო. სამი თვის გასვლის შემდეგ  საკეისრო კვეთით მოხდა მშობიარობა და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა. 

ბოლო, მაგრამ არანაკლებ საინტერესო საგანი, რომელიც გავიარე  სასამართლო მედიცინა იყო.  საქართველოშიც მქონდა გავლილი ეს საგანი, მაგრამ არა ამ სახით. ამჯერად ლექციები მორგში გვიტარდებოდა და თითქმის ყოველდღე ვესწრებოდით ავტოფსიებს. პირველად რომ დავინახეთ დასახიჩრებული გვამების გაკვეთა, თავი შეუძლოდ ვიგრძენით ყველამ, თუმცა მალევე მივეჩვიეთ. შენობა ძველი და საკმაოდ საშიში იყო. ავტოფსიის ოთახში ერთი ძველი ლიფტი ჰქონდათ, რითაც გვამები ამოჰქონდათ და ექიმები მას “Charon”-ს უწოდებდნენ, ბერძნული მითოლოგიიდან მენავის მსგავსად, რომელსაც მიცვალებულები მდინარის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაჰქონდა. გარდა ავტოფსიებისა, ლექციების დროს განვიხილავდით სხვადასხვა გამოძიებას, თვითმკვლელობასა და უამრავ სხვა უბედურ შემთხვევას, რომლებიც იმ ქალაქში იყო მომხდარი. 

მაზარიკის უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით და ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარეც, შემიძლია ვთქვა, რომ თსა მათი უნივერსიტეტისგან განსხვავებით, მეტად არის ორიენტირებული სტუდენტებზე. ვთვლი, რომ ჩვენ უკეთესი პრაქტიკა და შეფასების სისტემა გვაქვს.

საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ მაზარიკის უნივერსიტეტით. ბევრი რამ ვისწავლე და ჩემი თავიც გამოვცადე. ინგლისური ენის ცოდნა გავიღრმავე, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და სირთულეების მიუხედავად, წარმატებით ჩავაბარე ყველა საგანი უცხო ენაზე. 

ნამდვილად, ჩეხეთს დამსახურებულად ეძახიან მოთხრობების ქყევანას.




Letters From the Land of Stories

 I am Roba Mirzikashvili, a 5th-year medical student at the Tbilisi Medical Academy. In June, I was in the Czech Republic through the Erasmus+ exchange program at Masaryk University and I want to share my experience with you. 

One of the goals of participating in this program was to find out what theoretical and clinical knowledge international students have, what is the quality of their teaching, healthcare system, methods, and equipment used during various operations. Besides, I always wanted to see the Czech Republic because of its history, culture, and amazing renaissance-style architecture.

 Masaryk University is located in the city of Brno, Czech Republic, where I spent five months. The building is very beautiful, modern, and huge. Its area covers 70,000 square meters and it is connected to the surrounding clinics. The operating rooms are well equipped. I especially liked the electric trepanation drill, which automatically stops when it touches the hard shell. In several clinics in Georgia, I have seen how neurosurgeons work with old-fashioned mechanical drills.

 The assessment system was also different from ours, the points were written only in the final oral exam, and to tell the truth, I didn't like it. 

The first subject I took was Surgery. Lectures were held in one of the main clinics of the city, and we often visited postoperative patients. However, compared to Georgia, we were rarely allowed in the operating room. This process was very interesting.

For two weeks after the Surgery, I studied Oncology at one of the main oncology centers in the Czech Republic, where very serious patients were treated. Many of them did not know English, so there was always a Czech student with us who translated the patient's complaints.


Intensive therapy and rehabilitation was the only subject that was taught in the university building. There is a well-equipped simulation center where we did intensive care practices. After the lecture, we went into the ward in pairs, where we stabilized the model according to the vital signs displayed on the monitors. During the lectures, we discussed clinical cases. I would like to recall one of the most interesting cases that happened in the university clinic. A 6-month pregnant woman, unfortunately, died due to a severe brain injury, and in order to save the fetus, the mother's body was kept alive for three months, so that the mother's brain was dead. Three months later, cesarean delivery was performed and a healthy baby was born.

 The last but not least interesting subject I took was forensic medicine. I had also passed this subject in Georgia, but not in this way. This time, lectures were held in the morgue, and we attended autopsies almost every day. The first time we saw the dissection of a mutilated cadaver we all felt disposition, but we soon got used to it. The building was old and quite dangerous. In the autopsy room, they had an old elevator to take out the cadavers, and the doctors called it "Charon", like the miner from Greek mythology, who carried the dead from one side of the river to the other. In addition to autopsies, during the lectures, we discussed various investigations, suicides, and many other accidents that happened in that city. 

According to Masaryk University students and based on my personal observation, I can say that TMA, unlike their university, is more student-oriented. I think we have a better practice, and assessment system.

Finally, I am satisfied with Masaryk University. I learned a lot and tested myself. I improved my knowledge of the English language, made many new friends, and despite the difficulties, I successfully passed all subjects in a foreign language.

Czech Republic happens to be "a land of stories" indeed.

 


Comments

Popular posts from this blog

ჩეხეთის ქრონიკები / Chronicles of Czechia

ყველაზე ფერადი სტაჟირების დღეები / The most colorful internship days

ჩემი სამედიცინო თავგადასავალი / My Medical Adventure