სხვანაირი ახალი წელი / Different kind of New Year

ნახატის ავტორი: კიოში იამაშიტა - „ნაგაოკას ფეიერვერკი“, 1950


ბლოგის ავტორი: მაკა მაღლაკელიძე, ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი 


  კორონას შემდგომი პერიოდი
კიდევ ერთი წელი იწურება. და სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გადავხედოთ განვლილს, დავფიქრდეთ და ხელახლა გადავაფასოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დროა ჩვენს გულში ჩავიხედოთ მანამ, სანამ საათი ბოლო წუთების ათვლას დაიწყებს, შუაღამე დადგება და წვეულების დრო მოვა! ამ დღესასწაულის ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი ხომ ფეიერვერკია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც მსოფლიო ხვდება კორონასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე. როგორი შვებაა! ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი გაიხსნა, მუზეუმები, თეატრები, რესტორნები, კლუბები, კაფეები; შეგვიძლია ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ვესტუმროთ ერთმანეთს სახლშიც, უკვე ვესწრებით კონცერტებს, ღონისძიებებს და სიხარულით ვართ სავსე. თუმცა, ამასთან ერთად უკვე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო რა მოხდება 31 დეკემბერს თბილისის ცაზე. კორონას შემდგომ, საახალწლო სიხარულის ნებისმიერი ფორმით გამოხატვა რა თქმა უნდა, „მართებულია“, მაგრამ მოდით თვალი გადავავლოთ განვლილს და ყურადღება გავამახვილოთ კარანტინის ახლად დაწესებულ პერიოდზე, რომელიც 2020 წელს დაიწყო. ყველას გვახსოვს, თითქოს როგორ შეჩერდა სამყარო. როგორ ვსაუბრობდით ყველა ხმამაღლა, ან ჩუმად ვეჩურჩულებოდით საკუთარ თავს "თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი". რა გვასწავლა კორონამ? თითქოს სამყარომ ჩვენ ყველა, ადამიანები, საკუთარ სახლებში გამოგვკეტა, რომ თავად დაეწყო ახლიდან „სუნთქვა“. ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული კვლევები და შეფასებები, რომელიც მკვეთრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ჩვენ, ადამიანები საკუთარ სახლებში ჩავიკეტეთ და თითქოს გავაქრეთ ნახშირბადის ჩვენი კვალი დედამიწაზე. გამოვიტანეთ დასკვნა, რომ კონსუმერიზმი არის „ზედმეტი“; ჩვენ თითქოს ულაპარაკოდ შევთანხმდით, რომ „ნაკლები (ნამდვილად) მეტია“. დავპირდით საკუთარ თავს, რომ ვიყოთ უფრო გათვალისწინებულები გარემოს მიმართ და თავმდაბლები, მოვიხმაროთ მცირედი, ვიზეიმოთ ისე, რომ ნაკლებად დავაზიანოთ ჩვენი პლანეტა. 

  ფეიერვერკი, ჯანმრთელობა და გარემო 
ფეიერვერკი წარმოქმნის ჰაერის დამაბინძურებლებს და აზიანებს გარემოს. მათი ფერები იქმნება ქიმიკატებისგან, რომლებიც წვის შემდეგ გადაიქცევა მყარ ნაწილაკებად და აირის დამაბინძურებელ გაზებად. ის ფაქტი, რომ დაბინძურებული ჰაერი არის "ჩუმი მკვლელი", როგორც ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღნიშნა, სიახლეს აღარ წარმოადგენს. ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს მოსახლეობის 100%-ზე, ჯერ არ დაბადებული ბავშვებიდან დაწყებული, ხანდაზმულებით დამთავრებული. ის უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე აივ/შიდსი და მალარია ერთად. ჰაერის შედარებით დაბალი დაბინძურების მქონე ქალაქებშიც კი ზარალდება ადამიანების ჯანმრთელობა. სწორედ ეს იყო ჩემი კვლევის მთავარი მიზანი, რომ შემესწავლა თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) გამწვავებასა და ჰოსპიტალიზაციაზე. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ჰაერის დაბინძურების დონის 10 მიკროგრამი კუბურ მეტრზე მატებაც კი, სპეციფიკურად კი აზოტის დიოქსიდში, ასოცირდება ამ ორი დაავადების გამო ჰოსპიტალიზაციის 11%-ით ზრდასთან ბერლინში, ქალაქში, სადაც დაბინძურების ზღვრული მაჩვენებლები არ აჭარბებდა ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს. ფეიერვერკი ასევე იწვევს ტრავმებს. მხოლოდ აშშ-ში 2021 წელს დაფიქსირდა დაახლოებით 1500 სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გამოძახების შემთხვევა, რომელიც დაკავშირებული იყო ფეიერვერკით გამოწვეულ დაზიანებებთან, ხოლო 1100 ზიანის მომტანი შემთხვევა კი ასაფეთქებელი შუშხუნების შედეგი იყო. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. განსაკუთრებით ზარალდებიან ცხოველები, ზიანდება მათი სმენის უნარი, ფეიერვერკები იწვევს მათში შიშს, რაც საბოლოოდ ცხოველთა სიკვდილიანობით სრულდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გაზითა და მყარი ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერი იმავენაირად მოქმედებს ცხოველებისა და ფრინველების ჯანმრთელობაზე, როგორც ადამიანისაზე. 


  გაცნობიერებული მომავალი
უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ. თბილისში ჰაერის დაბინძურების ნაკლები სადამკვირვებლო სადგურებია, ვიდრე „დასავლეთის ქალაქებში“, გვაწუხებს გიჟური საცობები და მანქანების სიჭარბე ქუჩებში. ხშირად, დაბინძურების დონე სცდება ზღვრულ მნიშვნელებს. ვწუწუნებთ, ვღელავთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება დღესასწაულებს, ქორწილებს, ახალ წელს, გვავიწყდება, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და მოუფრთხილდეს გარემოს. იქნებ ამჯერად ვიყოთ განსხვავებულები? 





Painting by Kiyoshi Yamashita – “Nagaoka Fireworks”, 1950


Blog by: Maka Maglakelidze – Head of Institutional Culture Department 


Post-Corona times

 

Another year is coming to an end. Time to contemplate over the past year, introspect, self-reflect, and (re)-assess. In other words, go inwards. And when the final minutes tick on the clock before midnight, it is time to celebrate! The most notable sign of this celebration is the fireworks.

Let’s not forget that since 2020, this is the first New Year the world is stepping into without corona-related restrictions. What a relief! Finally, everything is open, museums, theaters, restaurants, clubs, and cafes; we can hug each other, visit each other’s homes, attend concerts and events, we are full of joy. In a parallel mode, it is with fear that I anticipate what will happen on the 31st of December in the Tbilisi sky. 

 

All manifestations of post-corona, New Year-related joy are “valid” of course, but let’s rewind a little and focus on the then-freshly imposed quarantine in 2020. Remember, how the world halted, and how we all were discussing loudly, or murmuring silently to ourselves “what it all meant”? What is Corona teaching us? Is the planet caging us, humans, in our homes while it really is starting to “breathe”? Remember calculations, assessments, and research done on the quality of air, which drastically improved after we, humans, ceased our carbon footprint on the earth. How we were concluding that consumerism is “extra”; in an epiphany, we silently agreed with each other that “less is (really) more”. We promised ourselves to be more considerate towards our surroundings and humbler, consume less, and celebrate with less impact on our planet.


 

Fireworks, health and environment

 

Fireworks generate air pollutants and damage the environment. Their colors come from the chemicals which after burning turn into particles and gaseous pollutants. The fact that air pollution is a “silent killer”, as the United Nations framed it, is no news anymore. Air pollution affects 100% of the population, from unborn babies to the elderly, and causes more deaths than HIV/AIDS and malaria together. Even in cities with relatively low air pollution levels, people’s health gets affected. That was the main finding of my study, which examined the association of air pollutants with exacerbations and hospitalizations due to Asthma and Chronic Obstructive Pulmonary Disease (COPD). Study results have demonstrated that an increase even with a 10 microgram per cubic meter in pollution levels, specifically in Nitrogen Dioxide, was associated with an 11% of increase in hospitalizations due to these two diseases in Berlin, a city where air pollution levels were well below European regulatory limit values.

Fireworks also cause traumas, only in the U.S. in 2021, there were an estimated 1,500 emergency department-treated injuries associated with firecrackers, and 1,100 cases were the result of the sparklers. But that’s not only it, animals are especially affected-fireworks damage their hearing abilities and cause fear, which eventually leads to death. In addition, it is well known that polluted air with gases and particles, similarly affects the health endpoints of animals and birds as of humans. 


 

Mindful way forward

 

We need to be more cautious. In Tbilisi, there are fewer monitoring stations for air pollution than in “western cities”. We are bothered by crazy traffic jams and excess cars in the streets. On many days, pollutant levels surpass the limit values. 

We complain and worry about our health and the health of our children. Yet, when it comes to celebrations, weddings, and New Year, we forget that each of us can contribute to and preserve our environment. Maybe this time we can be different?

 




 

გამოყენებული წყაროები/References:

 




Comments

Popular posts from this blog

როგორ გამაძლიერა ბრძოლამ / How My Struggle Made Me Stronger

ჩეხეთის ქრონიკები / Chronicles of Czechia

ბერლინის სამედიცინო ჰარმონია / Berlin Medical Harmony