მომხიბვლელი ნაიმეგენი / Charming Nijmegen

მაგდა ტვილდიანი/Magda Tvildiani
Horizon Europe საგრანტო ოფისის კოორდინატორი/
Horizon Europe Grants Office Coordinator



მომხიბვლელი ნაიმეგენი

აიმეგენი ლამაზი ქალაქია ჰოლანდიაში, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბვლელი ისტორიით, კულტურით და მიმზიდველი გარემოთი. მინდა ერთი კვირის განმავლობაში ჩემთან ერთად გამოგზაუროთ მშვენიერ ნაიმეგენში, სადაც საზაფხულო სკოლაში, საინტერესო პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. აკადემიური აქტივობებიდან დაწყებული, ქალაქის ფარული ძვირფასი ნაგებობების შესწავლით დამთავრებული, ეს კვირა იყო განსაკუთრებული გამოცდილება, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

აიმეგენში ჩასვლისთანავე ვიგრძენი ამ ცოცხალი ქალაქის თბილი და მეგობრული ატმოსფერო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, მისი მოქალაქეები წარმოუდგენლად კეთილგანწყობილ და მეგობრულები აღმოჩნდნენ. მოთმინებით პასუხობდნენ ყველა ჩემს შეკითხვას და სიამოვნებით მიწევდნენ მეგზურობას. 

აკადემიური პროგრამა დაიწყო ლექციების, ვორქშოფებისა და ჯგუფური დისკუსიების სერიით, რომლებსაც უძღვებოდნენ შესაბამისი სფეროს ექსპერტები. საზაფხულო სკოლის ინტერდისციპლინურმა გარემომ საშუალება მომცა შემესწავლა საკუთარი თავი, თუ როგორი ვარ ჩემი კომფორტის ზონის მიღმა. ამ ყველაფერს კი ხელი შეუწყვეს ჩემმა თანამოსაუბრეებმა. ინტერაქიული სასწავლო გარემო ქმნიდა იდეალურ ბალანსს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ მეცადინეობას შორის.

რაც შეეხება ქალაქის დათვალიერებას, შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო თუ რამდენად ლამაზია ქალაქი... მხატვრების ოჯახში გავიზარდე, ამიტომ მიზნად დავისახე ქალაქის ფეხით შემოვლა და შესწავლა. ქუჩებში სეირნობისას გამიტაცა დიდებულმა არქიტექტურამ. ძველი შენობები, მათი კომპლექსური ფასადებითა და დეტალური ორნამენტებით, ნაიმეგენის ისტორიას კარგად ასახავს.

ამ ქალაქში აუცილებლად უნდა ნახოთ ულამაზესი გოთიკური სტივენსკერკი, რომელიც  მე-13 საუკუნით თარიღდება და თითქოს ჰორიზონტს უერთდება.

ვალოფის სასახლე, რომელიც ოდესღაც კარლოს დიდის საცხოვრებელი სახლი იყო და მას შემდეგ აქ რამდენიმე მეფე და იმპერატორი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, ის მაინც სანახაობრივია და გთავაზობთ განსაცვიფრებელ ხედებს როგორც ქალაქზე, ასევე მდინარე ვაალზე.

ეს თვალწარმტაცი პარკი არა მხოლოდ სიმშვიდის მომგვრელია, არამედ კრონენბურგის ციხის ადგილსამყოფელიცაა. ციხე, რომელიც თავდაპირველად მე-14 საუკუნეში აშენდა, მე-19 საუკუნეში სასახლედ გადაკეთდა.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ ისტორიული ნაგებობებისა, რომლებიც ნაიმეგენს საოცარ ხიბლს მატებს. ქალაქის შესწავლისას გელით კიდევ უფრო ბევრი დაფარული საგანძური, თავისი ინდივიდუალური ისტორიით. ნაიმეგენის ისტორიულ ადგილებს აქვთ უნარი მოგნუსხონ და დროში გამოგზაურონ, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ისტორიის მოყვარული, თუ უბრალოდ აღგაფრთოვანებთ ლამაზი არქიტექტურა. 

ნაიმეგენში ჩემი ყოფნის დრო იწურებოდა და მე არ შემეძლო არ დავფიქრებულიყავი იქ გატარებულ დროზე. თავისი სილამაზით, მდიდარი ისტორიითა და სალმიანი გარემოთი ამ ქალაქმა დაიპყრო ჩემი გული. ნაიმეგენი შეიძლება არ არის ის რიტმული ქალაქი, რომელსაც ზოგიერთი ტურისტი ეძებს, მაგრამ ის ნამდვილი საგანძურია მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდეს, კულტურას და ბუნებრივ სილამაზეს.

თუ ოდესმე მშვიდ გარემოში დასვენებას გადაწყვეტთ, გულწრფელად გირჩევთ, ერთი კვირა გაატაროთ ნაიმეგენში. დატკბთ ნიდერლანდების ცენტრში ამ ამოუცნობი სამკაულის ბრწყინვალებით, ნება მით საკუთარ თავს დაიკარგოთ მის მშვენიერ ქუჩებში, ჩაეფლომის მომხიბვლელ ისტორიაში და სრულად შეიგრძნოთ მისი ხიბლი.



 Charming Nijmegen

Nijmegen is a lovely Dutch city famous for its fascinating history, lively culture, and captivating surroundings. I want to take you on a tour of my wonderful week in Nijmegen while participating in an exciting summer school program. From engaging in academic activities to exploring the city's hidden gems, this week was an enriching experience that left a lasting impression.

Upon arriving in Nijmegen, I immediately felt the warm and friendly atmosphere of this lively city. Despite the fact that the city was absolutely unfamiliar to me, its citizens were incredibly kind, friendly, and patient while answering my questions and offering me an in-depth guide.  

The academic program kicked off with an engaging series of lectures, workshops, and group discussions led by experts in their respective fields. The interdisciplinary nature of the summer school allowed me to explore topics beyond my comfort zone and fostered stimulating conversations with fellow participants. The interactive learning environment provided a perfect balance between theoretical knowledge and practical applications.

Regarding city exploration, I might continue endlessly about how beautiful the city is… Growing up in a family of artists, I made it a point to explore the city on foot. I was captivated by the magnificent architecture as I walked around the streets. The old buildings, with their complex facades and detailed ornaments, reflect Nijmegen's history.

A must-see in the city is the beautiful Gothic Stevenskerk, which dates back to the 13th century and dominates the skyline.

The Valkhof Palace was once Charlemagne's home and has since housed several kings and emperors. Even though the site is now simply a collection of ruins, it is still spectacular and provides stunning views of both the city and the River Waal.

This picturesque park is not only a peaceful haven, but it also serves as the location of the Kronenburg Castle.  The castle, originally built in the 14th century, was transformed into a mansion in the 19th century.

These are only a few examples of the historical gems that add to Nijmegen's charm. Many more undiscovered treasures with individual histories await you as you explore the city. Nijmegen's historical sites have the ability to draw you in and take you back in time, whether you're a history enthusiast or simply admire the beautiful architecture. 

My time in Nijmegen was ending, and I couldn't help but think back on my time there. With its beauty, rich history, and welcoming environment, the city captured my heart. Nijmegen might not be the busy city that some tourists are looking for, but it is a true treasure for people who value peace, culture, and natural beauty.

I heartily advise spending a week in Nijmegen if you ever feel the need for a quiet getaway. Enjoy the splendor of this undiscovered jewel in the center of the Netherlands by allowing yourself to get lost among its lovely streets, immerse yourself in its fascinating history, and embrace its charm.

 

Comments

Popular posts from this blog

ჩეხეთის ქრონიკები / Chronicles of Czechia

ყველაზე ფერადი სტაჟირების დღეები / The most colorful internship days

ჩემი სამედიცინო თავგადასავალი / My Medical Adventure