ბერლინური დღეები / Berlin Days

Nino Gagua - TMA Student



ბერლინური დღეები: შთაბეჭდილებები ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმიდან

მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმზე დასწრებისა და კვლევის წარდგენის საშუალება მექნებოდა, მოუთმენლად ველოდი ამ დღის დადგომას. სიმპოზიუმი ბერლინში, აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმართებოდა, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტის სატელიტი ღონისძიება. 


საოცარი გამოცდილება მივიღე ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაძლებლობა მქონდა მომესმინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა თუ ცოდნას ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. მათთან საუბარი და კონტაქტის დამყარება ძალიან ინფორმაციული იყო, რამაც კიდევ უფრო ნათლად დამანახა სხვადასხვა გამოწვევა და ის, რომ მიუხედავად კულტურული თუ სხვა უამრავი განსხვავებისა, ძალიან ბევრი საერთო პრობლემის წინაშე დგას მსოფლიო და მსგავსი ღონისძიებები გვეხმარება ერთმანეთის გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით ამ პრობლემების გადაჭრის გზები ვიპოვოთ.


ძალიან გამიხარდა, რომ ამ სიმპოზიუმზე თსა-ს პროექტის წარდგენის საშუალებაც მომეცა. “ფოტოკამერის ობიექტივში: სოფლად მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა მედიცინის სტუდენტებთან ერთად” - ასე ჰქვია ჩვენს კვლევას, რომელმაც ძალიან დააინტერესა მსმენელი. პრეზენტაციის წარდგენისას ვხედავდი მსმენელების სახეებს, როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე ფოტოები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული და ასახავს იმ გამოწვევებს, რომლებთანაც სოფლის ექიმებს ყოველდღიურად აქვთ შეხება. ვხედავდი, როგორ მოსწონდათ ფოტოები, სადაც ჩანდა ექიმებისა და პაციენტების თბილი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიაც გაიმართა. ბევრი მსმენელი სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გაგვესაუბრა და გვიზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, გვისვამდნენ კითხვებს. როგორც ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, ,,არ მეგონა ამ საკითხის ასეთი კუთხით დანახვა თუ შეიძლებოდაო“. სასიამოვნო იყო, იმის მოსმენა, რომ ჩვენმა კვლევამ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელზე და სხვა კუთხით დაანახა ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორები.



ცალკე კიდევ უამრავი რამის დაწერა შეიძლება იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე მივიღე, თუმცა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, Virchow Prize 2024-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამომსვლელის სიტყვებით დავასრულებ წერას. რადგან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ყველაზე მეტად დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ,,ჯანმრთელობა ყველა ადამიანის უფლებაა'' და ჩვენც, სამედიცინო სფეროს თითოეული წარმომადგენელი, პასუხისმგებლები ვართ ამ ყველაფერში შევიტანოთ წვლილი.
 
 
 



 
Berlin Days: Impressions from the International Young Researchers’ Symposium

Since I learned that I would have the opportunity to attend and present my research at the International Symposium of Young Researchers, I have been looking forward to this event. The symposium was held at Akkon University for Human Sciences in Berlin as a satellite event of the World Health Summit.


I had an incredible experience over these few days. I had the chance to listen to young researchers from different countries, who shared their insights and knowledge on the challenges in the field of health. Engaging with them was highly informative, and it became clear to me how, despite cultural and other differences, the world faces many common health issues. Events like these play a crucial role in finding solutions by sharing experiences and knowledge.

I was happy to have the opportunity to present our TMA project at this symposium. “Through the lens of a camera: exploring health determinants in rural settings with medical students” is the title of our study, which captured the audience's interest. During the presentation, I could see the listeners' reactions, particularly how impressed they were by the photographs taken in various regions of Georgia, which highlight rural doctors' daily challenges. It was especially moving to see how the photos of doctors and patients interacting warmly resonated with them.

After the presentation, there was a discussion, and many attendees approached us to share their impressions and ask questions. As one of the participants remarked, "I never thought about this issue from that perspective." It was rewarding to hear that our research had such an impact and provided a fresh lens through which to view the determinants of health.   


I could write about many more aspects of my experience at the World Health Summit, but to keep it brief, I will end with the words of a speaker at the Virchow Prize 2024 awarding ceremony. The experience I gained over these few days helped me realize that "health is the right of all people," and as members of the medical field, we each have a responsibility to contribute to this goal.
 

Comments

Popular posts from this blog

აღმოჩენებით სავსე ერთი თვე / A month full of discoveries

კლაიპედას სტაჟირების დღიურები / Klaipeda Internship Diaries