კლაიპედას სტაჟირების დღიურები / Klaipeda Internship Diaries
ელენე საჯაია / Elene Sajaia თსა-ს სტუდენტი / TMA Student |
კლაიპედას სტაჟირების დღიურები
მე ელენე საჯაია ვარ, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის
სტუდენტი და მინდა გიამბოთ თუ როგორი შესანიშნავი და ამაღელვებელი გამოცდილება იყო
ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა კლაიპედას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, ჩემთვის, როგორც
რიგითი სამედიცინო სტუდენტისთვის. ამ ერთი თვის განმავლობაში მივიღე შეუფასებელი გამოცდილება
და კიდევ უფრო ღრმად გავიაზრე თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა იყო ექიმი, მით უფრო - ქირურგი,
როცა ყოველი შენი გადაწყვეტილება და თითის მოძრაობა ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი.
ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც ზუსტად ვიცი, არაერთ ახალ კარს გამიღებს ჩემი
მომავალი კარიერის განმავლობაში.
აუცილებლად აღსანიშნავია კოლექტიური და მეგობრული გარემო რომელიც
იქ დაგვხვდა.
როდესაც ზოგად ქირურგიაში არ იყო გეგმური ოპერაციები, მას მივყავდით
სხვა დეპარტამენტებშიც. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო როცა ერთ-ერთ ასეთ დღეს
მოვხვდი ანგიოქირურგიაში და დავესწარი ქვედა კიდურის ამპუტაციას. ეს ოპერაცია იმდენად
ახალი, არარეალური და რთული იყო, მივხვდი, თუ რამდენის დათმობა გვიწევს ზოგჯერ პაციენტის
სიცოცხლის შესანარჩუნებლად. უამრავ პროცედურას დავესწარით, უამრავი ოპერაცია ვნახეთ,
მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი მაინც ის იყო, სადაც პირველად
მივიღე მონაწილეობა როგორც ასისტენტმა. არასდროს დამავიწყდება ეს დიდი გამოცდილება,
თუ როგორ დეტალურად ამიხსნეს ყოველი საფეხური, ხელის დაბანა, სტერილური ხალათის ჩაცმა
და ის უდიდესი შანსი და გამოცდილება, რომელიც ქოლეცისტექტომიაში ასისტენტობამ მომცა.
ჩვენმა კოორდინატორმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ ოპერაციაში მითხრა, რომ სიმღერა
რომელიც პირველი ასისტენტობის დროს ჟღერდა საოპერაციოში მნიშვნელოვანია, ოპერაციის
ბოლოს სიმღერის სახელიც მითხრა. ლიტვური ბენდის სიმღერა, რომელიც ჩემი პირველი ასისტენტობის
დროს მოვისმინე საოპერაციოში, ყოველთვის გამახსენებს სად და როგორ დაიწყო ჩემი დიდი
მოგზაურობა ქირურგიაში.
უცხო კულტურის შეცნობა, მედიცინა საზღვრებს მიღმა ყველაფერს კიდევ
უფრო ამაღელვებელს ხდიდა.
თვითონ პროექტი კი იყო ენით აღუწერლად საოცარი, გადააჭარბა ყოველგვარ
მოლოდინს, შემძინა პრაქტიკული და კლინიკური უნარები და ამავსო ენერგიითა და მოტივაციით,
რომ კიდევ უფრო დიდი შემართებით ვიშრომო, რათა გავხდე ღირსეული ექიმი და პროფესიონალი.
Klaipeda Internship Diaries
I am Elene Sajaia, a fourth-year student at Tbilisi Medical
Academy. I would like to share how wonderful and exciting the one-month
internship program at Klaipeda University Hospital was for me as a medical
student. During this month, I gained invaluable experience. I developed a
deeper understanding of the responsibilities of a doctor, especially a surgeon,
where every decision and movement can impact a person's life. It was an
unforgettable journey that I am confident will open many new doors for my
future career.
When there were no scheduled operations in general surgery,
we explored other departments. One of the most memorable experiences for me was
attending a lower limb amputation in Angio surgery on one of those days. This
operation was so new, surreal, and challenging that it made me realize how much
we sometimes have to sacrifice to keep a patient alive. We observed many
procedures and surgeries, but the most exciting moment for me was when I
participated as an assistant for the first time. I will never forget how they
explained each step in detail—washing my hands, putting on a sterile gown, and
the incredible opportunity I had while assisting in a cholecystectomy.
Our coordinator, who was also part of that operation,
emphasized the importance of the song that played during my first time
assisting. At the end of the procedure, he told me the name of the song: a
piece by a Lithuanian band that will forever remind me of where and how my
remarkable journey in surgery began.
Knowing a foreign culture and experiencing medicine beyond borders made everything even more exciting.
Such was my month spent in Klaipeda — an internship filled
with challenges, innovations, and
opportunities, where I represented my
country, my university, and myself. I believe that each of us handled our responsibilities with dignity.
The project itself was indescribably amazing. The experience
was truly remarkable, it exceeded all my expectations, provided me with
practical and clinical skills, and filled me with energy and motivation to work
even harder to become a competent doctor and professional.
Comments
Post a Comment