სამედიცინო თავგადასავალი თურქეთში / Medical Adventure in Turkey
სამედიცინო თავგადასავალი თურქეთში
გამარჯობა, მე დიანა მამულაძე ვარ, თბილისის სამედიცინო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი თურქეთში, ქალაქ ერზურუმში ქემალ ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კვლევით ჰოსპიტალში და მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.
სტაჟირების ფარგლებში ჩემს ოთხ მომავალ კოლეგასთან
ერთად ვიმყოფებოდი გინეკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც შევძელი გავცნობოდი უამრავ საინტერესო
ქეისს, გამესინჯა პაციენტები და დავსწრებოდი რამდენიმე ათეულ ოპერაციას, მათ შორის,
გამეწია ასისტირება და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება ქირურგიაში.
ერთია, ეცნობოდე რომელიმე სინდრომს ან დაავადებას წიგნების ფურცლებზე და მეორეა ამოყო თავი საოპერაციოში, სადაც ზუსტად ამ კონდიციების მქონე პაციენტებს უტარებენ ოპერაციულ მკურნალობას. ამ დროს, ოდესღაც წაკითხული ჰიპოთეტური ქეისი კი ახლა უკვე რეალობა ხდება და შენც ამის ნაწილი ხარ. ეს პროცესი აქამდე სამედიცინო სფეროში გადადგმულ პატარ-პატარ ნაბიჯებს, უფრო მეტ თავდაჯერებულობას და ცოდნას მატებს, გაძლევს საშუალებას გაიაზრო, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ისწავლე ძალიან მნიშვნელოვანი და გამოყენებადია ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც ვფიქრობ ფასდაუდებელია.
პროგრამამ მომცა საშუალება გამეწია ასისტირება ისეთ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც
ევროკავშირის ქვეყნების წამყვან კლინიკებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, დამესვა
მათთვის კითხვები და მიმეღო პასუხები მათ უნიკალურ შეხედულებებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი
ასეთი გამოცდილება გვქონდა პროფესორთან, რაჯიფ ათაქან ალთან, რომელიც გინეკოლოგიის
დეპარტამენტის უფროსი იყო და წამყვანი როლი ეჭირა რთული სამედიცინო ქეისების მართვაში.
ასეთი ქეისებიდან გამორჩეულად დამამახსოვრდა
მიულერის აპლაზიის მქონე 25 წლის პაციენტი, გიგანტური ზომის წანაზარდის მიომექტომია,
ექტოპიური ორსულობის შემთხვევა, სადაც ნაყოფი არასტანდარტულად იყო მიმაგრებული საშვილოსნოს
ფუძეზე და მრავალი სხვა.
ძალიან საინტერესო იყო რეზიდენტების საქმიანობაზე დაკვირვებაც, რომლებიც დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე იმდენად დამოუკიდებლად მართავდნენ ქეისებს და აკეთებენ ოპერაციებს, რომ შესაძლებელია ლიცენზირებული პრაქტიკოსი ექიმებად აღგექვათ. იმ მონაკვეთებში როცა გინეკოლოგიისთვის განკუთვნილ საოპერაციოებში პროცედურა არ იყო დაგეგმილი რეზიდენტები გვაძლევდნენ საშუალებას სხვა პროფილის ოპერაციებსაც დავსწრებოდით, რის გამოც კონკრეტული სტაჟირება მულტიპროფილური გამოცდილება იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი უროლოგიის დეპარტამენტში ჩატარებულ თირკმლის ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, რომლებიც რობოტული ტექნიკითა და 3D ფორმატით მიმდინარეობდა.
ცხადია, სტაჟირება არ შემოიფარგლა მხოლოდ კლინიკაში
გატარებული დღეებით. ყოველდღიურად ვათვალიერებდით ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ვაგემოვნებდით
თურქულ სამზარეულოს და ვეცნობოდით მათ კულტურას. ჯამში ეს ერთი თვე იყო საკმაოდ ნაყოფიერი
და ხელი შეუწყო ჩემი თეორიული, პრაქტიკული და კულტურული ცოდნის გაღრმავებას, რაც მთავარია
შეასრულა უმთავრესი მისია - დაგვენახა და გაგვეგო როგორია მედიცინა პრაქტიკაში.
Medical Adventure in Turkey
During my internship, I was in the
Department of Gynecology with four of my future colleagues, where I was able to
get acquainted with many interesting cases, examine patients, and attend
several operations, including assisting and gaining practical experience in
surgery.
It is one thing to learn about a syndrome or a disease theoretically from the books and another to step into the operating room, where patients with exactly these conditions are treated surgically. At this point, the hypothetical case you once read about is now a reality, and you are part of it. This process adds more confidence and knowledge to the small steps you have taken in the medical field so far, allowing you to understand that everything you have learned so far is very important and applicable in everyday practice, which I think is invaluable.
The program allowed me to
assist specialists who had immense experience in working with leading
clinics in EU countries, to ask them questions, and to receive answers based on
their unique perspectives. One such experience was with Prof. Dr. Ragıp Atakan
AL, who was the head of the Department of Gynecology and played a leading role
in managing complex medical cases. I particularly remember a couple of such
cases; a 25-year-old patient with Mullerian aplasia, a myomectomy for a
giant-sized placenta, an ectopic pregnancy case where the fetus was attached to
the uterine fundus in a non-standard manner, and many others.
It was also very interesting to observe the
activities of the residents, who, due to their extensive experience, managed
cases and performed operations independently in such a way that they could be
considered licensed practicing physicians. In those periods when operations
were not planned in the operating rooms intended for gynecology, the residents
allowed us to attend operations of other specialties, which is why this
particular internship was a multidisciplinary experience. I would especially
highlight the laparoscopic kidney operations performed in the urology
department, which were performed using robotic technology and 3D technology.
Comments
Post a Comment