კვლევიდან შთაგონებამდე / From Research to Inspiration
ნანუკა ყაჭიური / Nanuka Katchiuri თსა-ს სტუდენტი / TMA Student ჩემი მოგზაურობა გერმანიაში: კვლევიდან შთაგონებამდე ზაფხულის დასაწყისში მე, ნანა ყაჭიური და მარიამ ქევხიშვილი, ორ გერმანელ სტუდენტთან ერთად შეგვარჩიეს 6 თვიან კვლევით პროექტზე, რომლის მთავარი მიზანია: თბილისის მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურებისა და მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ცოდნის, ჯანმრთელობის რისკის აღქმისა და პრაქტიკის შეფასება. ამ კვლევის დამსახურებით, ჩვენ მიგვიწვიეს გერმანიში, ბერლინის აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი კვლევა წარგვედგინა ახალგაზრდა მკვლევართა სიმპოზიუმზე. სიმპოზიუმი ჩატარდა 11-12 ოქტომბერს, და ეს მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება იყო, გავეცანით ახალგაზრდების კვლევებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავცვალეთ იდეები და დავამყარეთ ახალი სამეცნიერო, ასევე კულტურული, კავშირები, რაც მომავალში დაგვეხმარება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი ხედვა კვლევითი საქმიანობისადმი, შეგვძინა ახალი ცოდნა და ...